top of page

ერდოღანის

თურქეთი

No events at the moment

რას ნიშნავს ცვლილებები დიდ მეზობელთან საქართველოსთვის

რეფერენდუმი

16 აპრილი, 2017 
დღე, რომელმაც თურქეთი შეცვალა
  • 2017 წლის 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.

  • ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა.

  •  ერდოღანმა წააგო ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, სტამბულსა და ანკარაში

  • საუბრობენ ასევე გაყალბებასა და სამხედროების მანიპულაციების საკითხზე

The Conference
რას მოიცავს ცვლილებები
  • ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას,

  • პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას,

  • საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას,

  • თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

24 496 755ადამიანი

52%

23 174 375ადამიანი

48%

ერდოღანის მხარდამჭერი
ერდოღანის მოწინააღმდეგე

საპროტესტო

აქციები

ორად გაყოფილი საზოგადოება
  • რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად სტამბოლში, იზმირსა და ანკარაში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა

 

  • თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 49 ადამიანი დააკავა

  • თურქეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ ერდოღანისთვის ეს გამარჯვება შეიძლება დიდ მარცხად იქცეს: რეფერენდუმის წინა კამპანიისგან მიღებული პოლიტიკური დანაკარგი და არადამაჯერებელი გამარჯვება საბოლოო ჯამში, შესაძლოა დამანგრეველი გამოდგეს, რაც მარცხის ტოლფასი იქნება.

About

გამოხმაურებები:

Speakers

გამოხმაურებები:

ეუთო:

ეუთო-ს განცხადებით, კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე.

ერდოღანი ეუთოს

„პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი! ჩვენ ყურს არ ვუგდებთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ“

დანალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა და მასთან აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა“.

ერდოღანის თურქეთი და საქართველო

მამუკა არეშიძე

ექსპერტი

"თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება თავის ძალაუფლებას აფუძნებს პანოსმანისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას იმ სივრცეში, რაც ეკავა მას თავის დროზე და ეს ეხება მის სამეზობლოს, მაგალითად, ერაყს, სირიას, ბალკანეთის რეგიონს, კავკასიას და მათ შორის საქართველოს. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა აჭარა და სამცხე-ჯავახეთი. 

თურქეთისთვის აჭარა განსაკუთრებით ტკბილი ლუკმაა.

ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ამბობს, რომ ეს არა პოლიტიკური ნაწილი, არამედ სულიერი ნაწილია. საქართველო არ არის ისეთი ძლიერი, რომ თურქეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ექსპანსიას წინააღმდეგობა გაუწიოს. 

ჩვენმა ხელისუფლებამ კონტრღონისძიებების მთელი წყება უნდა შეიმუშაოს იმისთვის, რომ ეს ზეწოლა შეამციროს. ამისთვის აქვს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები, გავიხსენოთ, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თურქეთი კი ნატო-ს წევრია და ასევე ამერიკის მოკავშირედ მოიაზრება. 

მაგრამ მარტო საერთაშორისო დიპლომატიური არხებით მუშაობა კი არ არის საჭირო, არამედ იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებზეც მუშაობენ თურქები. არაერთი ფაქტი ვიცი, როდესაც თურქი ორგანიზაციები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც თურქეთისგან შორს, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად, დედოფლისწყაროს რაიონში, ეკომიგრანტების გარკვეულ ნაწილს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარების ხელი გაუწოდეს და მათი ბავშვები თურქეთში სასწავლებლადაც წაიყვანეს". 

კახა გოგოლაშვილი

ექსპერტი

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, შედეგები საქართველოსთვისაც არ არის კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან ურთიერთობა განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც მეზობელთან ურთიერთობით, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების კუთხით. 


„როგორც ჩანს, ჯერჯერობით, თურქეთის ნატო-ში ყოფნას არაფერი ემუქრება იმიტომ, რომ როგორც დასავლეთში ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, თურქეთი მაშინაც კი იყო ნატო-ს წევრი, როდესაც კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, თურქეთი ალბათ, გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ნატო-ში გასაწევრიანებლად თუ, რა თქმა უნდა, არ გაგვიფუჭდა ურთიერთობები.


ყოველთვის სარისკოა ურთიერთობა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია, თავისი ავტორიტარიზმი გადაიტანოს საგარეო ურთიერთობებში და შეეცადოს, საქართველოს უკარნახოს, განუსაზღვროს შიდა ან გარე პოლიტიკური საკითხები. მაგალითად, ვხედავთ მეზობელი რუსეთი, ავტორიტარული სახელმწიფო როგორ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და როგორ ავიწროებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაშიც თურქეთის დემოკრატიული გზიდან სერიოზულად გადახვევის ნიშნები არსებობს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევს პრეზიდენტს. 

Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.

გახდება თუ არა ერდოღანი ახალი "ათათურქი"?!

4 შვილის მამა, მარავლშვილიანობის აქტიურ პროპაგანდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც ეწევა. გერმანიასთან დიპლომატიური უთანხმოების პირობებში, რომელიც ბერლინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ დაეშვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თურქი მაღალჩინოსნების წინასარეფერენდუმო აგიტაცია, ერდოღანმა დიასპორის წევრებს ბევრი შვილის გაჩენისკენ მოუწოდა.

ოჯახის დაგეგმვასა და შობადობის კონტროლს დაუშვებლად მიიჩნევს, ქალებს კი მამაკაცების თანასწორად არ აღიქვამს-"ქალი და კაცი არ შეიძლება დაფასდეს ერთნაირად"- მიიჩნევს თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტი.

ამის მიუხედავად, ევროკავშირში შესვლის ამბიცია მაინც აქვს. რისი მოგვარებაც რეფორმების გზით ვერ მოახერხა, კომპრომისებისა და კომპრომატების ენით სცადა. სტრატეგიული მდებარეობა და მიგრანტების კრიზისი მიზანმიმართულად გამოიყენა და ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ის ევროპისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადს შეაჩერებდა, რითაც ევროკავშირში შესასვლელ გასაღებს მოიპოვებდა. შეთანხმებას წყალი ისევე შეუდგა, როგორც ზღვაში გასულ მიგრანთა ნავებს.

ევროპასკენ სავალი გზის ჩახერგვამ, რუსეთისკენ მიმავალი ბილიკი გაუხსნა და 2015 წლის 24 ნოემბერს, რუსული სუ-24 ჩამოგდებით, კრემლთან შექმნილი დაძაბული ვითარების მოგვარებას აქტიური "დიპლომატიური მანქანებით" შეუდგა. 

 

სხვადასხვა სატელევიზიო გამოსვლისას, ევროპის წევრ ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე თავდასხმით კი რუსეთის პირველი პირის კეთილგანწყობის მეტ-ნაკლებად დაბრუნება შეძლო, ყოველ შემთხვევაში, სავაჭრო დონეზე მაინც.

აი ქურთებთან შერიგება კი დღემდე ვერ მოახერხა. 1980-იანი წლებიდან მომდინარე დაპირისპირება. 10 ათასიანი მსხევრპლის მიუხედავად. დღესაც არ წყდება. უფრო მეტიც, გასულ წელს, ოფიციალურმა ანკარამ მასშატბური სპეცოპერაცია სახელწოდებით "ევფრატის ფარი" წამოიწყო. ეს სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისას საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნის პირველი სახმელეთო ინტერვენცია იყო - გაცხადებული მიზანი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ფარული მიზანი - ქურთების განადგურება, თუმცა არც თუ ისე ფარული.

ექნება თუ არა ერდოღანის დაუოკებელ ამბიციას ექსპანსიური გაგრძელება ჯერ უცნობი, თუმცა ყურადსაღები ფაქტია.

ინტერნეტში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინაპრები, რიზეში აჭარიდან გადასახლდნენ. საუბარია იმაზეც, რომ 2003 წელს, საქართველოში ვიზიტისას, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, თავის ქართულ წარმომავლობაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით 2014 წელს სატელევიზიო ინტერვიუსას მან ყოველგვარი ქართული ფესვები უარყო. ამის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება, მტკიცე ხელით თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა ხრიკების გამოყენებით, ერდოღანმა გავლენა ეროვნულ და მსოფლიო დონეზეც მოიპოვა.

 

 

რეფერენდუმის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტისდმი დამოკიდებულება ანტაგონისტურია. მომხრეები მის სახელს ეკონომიკურ პროგრესს, დემოკრატიის აღმოცენებას, პლურალისტული და სეკულარული გარემოს შექმნას უკავშირებენ, საკუთარი ფაქტების გასამყარებლად კი ისეთი არგუმენტები მოჰყავთ, როგორიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მშპ-ს 64%-ით გაზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ინფლაციის მკვეთრი შემცირება, ევროკავშირისკენ სწრაფვა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებების შესრულება, სასწავლო დაწესებულებებში ქალებისთვის თავშალის ტარების ბრძანების გაუქმება და სხვა სარწმუნოებების პატივისცემა მოჰყავთ.

მოწინააღმდეგეები კი ფემინიზმის მტრობაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ ხელყოფასა და მედიაორგანიზაციების დარბევაში ადანაშაულებენ.

ერდოღანის მიერ, მსოფლიოს წამყვან ჟურნალისტებთან იმის მტკიცების პარალელურად, რომ ის ღიაა კრიტიკისთვის, თურქეთის სხვადასხვა პენიტენციალურ დაწესებულებაში ტერორიზმის პროპაგანდისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით, სასჯელს 150-ზე მეტი ჟურნალისტი იხდის. პრეზიდენტის რისხვისგან თავს ვერც მოსახლეობა იცავს.

თურქეთის პირველი პირის შეურაცხყოფის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდიც დააკავეს და ყოფილი "მის თურქეთიც". ოფიციალურ ანკარას, პროტესტის გრძნობა ევროპელი ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდა და გერმანიას სატირიკოსის დაკავება იმავე ბრალდებით მოსთხოვა.

Past Events
Subcribes
bottom of page